შემუშავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების ქვეყანაში უსაფრთხო დაბრუნების მექანიზმები.
2020 წ. ივლისში შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
მომზადდა და StopCov.ge-ზე განთავსდა სპეციალური აპლიკაცია საქართველოში შემოსვლის მსურველი სტუდენტებისთვის.
გამოიცა 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილებაში №565 - ცვლილება საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ - დარეგულირდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები.
სტუდენტების საქართველოში შემოსვლის სავალდებულო პირობებად განისაზღვრა:
სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონა; საქართველოში შემოსვლის პირობების დაკმაყოფილება (ვიზა, ბინადრობის მოწმობა...);
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის ქონა (COVID-19-ის მკურნალობის ხარჯების გათვალისწინებით);
8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით;
PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება შემოსვლიდან მე-8 და მე-12 დღეს. 2020 წლის 8 ოქტომბერს შევიდა ცვლილება მთავრობის №322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.
გამკაცრდა პირობები. დაემატა საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.
8-დღიანი სავალდებულო კარანტინი შეიცვალა 12-დღიანი სავალდებულო კარანტინით.
PCR ტესტირება ტარდება მე-12 დღეს.
2021 წლის 5 თებერვალს შევიდა ცვლილება მთავრობის №322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ და სტუდენტები, რომლებიც საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს გათავისუფლდნენ სავალდებულო კარანტინიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე სტუდენტებმა საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ყველა სხვა შემომსვლელი სტუდენტისთვის კარანტინის ვადად განისაზღვრა 8 დღე.
ამ პირობების დაცვით დღეისათვის ქვეყანაში შემოსულია 7000-მდე უცხოელი სტუდენტი.