დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი
განათლება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი – ასპირანტურა მენეჯმენტში 1997 – 2000
თბილისის მენეჯერთა სკოლა - 1992 – 1994
ფართო პროფილის მენეჯერი. სასწავლო კურსი: ზოგადი მენეჯმენტი, მარკეტინგი, მართვის ფსიქოლოგია და სხვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -1989 – 1996
სამკურნალო ფაკულტეტი - თერაპევტი
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსი - გამგეობის თავმჯდომარე - 04.2010 – 10. 2012
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილსის №42 საჯარო სკოლა - დირექტორი - 07. 2007 – 10. 2012
კომპანია ”განვითარების ჯგუფი” - ტრენინგ-პროგრამების მენეჯერი -12. 2007 – 2010
ქართულ-ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი - გამგეობის თავმჯდომარე - 05.2005 – 09.2007
საქართველოს ჰუმანური განვითარების ცენტრი - გამგეობის თავმჯდომარე -10.2002 – 09.2007
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) - პროგრამების მენეჯერი 09.2002 – 08.2007
ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო” - 03.2000 – 10.2002
განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი
საქართველოს დიპლომატიური აკადემია - ელექტორი–კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება - 1998-1999
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი - მენეჯმენტის კათედრის უფროსი მასწავლებელი - 09.1997 – 06.2004
ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელი - პრეზიდენტი - 06.1993 – 05.2001
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს გამგეობის წევრი - 1998-1999 წლებში
გამოცემები და სტატიები:
სკოლის დისციპლინური კომიტეტის გზამკვლევი
დამხმარე მეთოდური მასალები საჯარო და კერძო სკოლების დისციპლინური კომიტეტებისათვის (რეცენზენტი), PH International-ის საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა - 2012
მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში
მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო (ავტორი), PH International/აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) - 2011
დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისათვის
თავი 1. სკოლის განვითარება; თავი 4. ანგარიშვალდბულების სისტემას უზრუნველყოფა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო / მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - 2010
სკოლების დემოკრატიზაცია - ტრადიციები და ღირებულებათა არსებული სისტემა
გაზეთი “დიალოგი +” (სტატიის ავტორი) - 2009
სამაგიდო წიგნი სკოლის მართვის საკითხებზე
კომპანია “განვითარების ჯგუფი” (გამოცემის ავტორი) - 2008
“სიღარიბის პრობლემა საქართველოში – არსებული რეალობა, პერსპექტივები და საერთაშორისო პრაქტიკა”
ბროშურა (გამოცემის ავტორი) - 2004
“ჰუმანური განვითარება და საქართველო”
საინფორმაციო ბროშურა (გამოცემის ავტორი) - 2003
პროგრამებისა და პროექტების გამოცდილება:
სამეცნიერო სკოლების მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა -23-30 ივლისი, 2011
კურორტ აბასთუმანში საზაფხულო სკოლის ორგანიზება – პროექტის ავტორი/დირექტორი და საზაფხულო სკოლის დირექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სუმინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსის განვითარების სტრატეგია - აპრილი 2010
სტრატეგია მოიცავს რამდენიმე პროგრამის შექმნასა და განხორციელებას. მათ შორის მოცემული ეტაპისათვის ხორციელდება მოსწავლე ფიზიკოსთა ტურნირის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ ითანამშრომლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სუმინისტროსთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მატემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგია და პროგრამა - 2007 -2012
პროგრამა ეფუძნება სკოლის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას და ყოველწლიურად ითვალისწინებს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. სტრატეგია და პროგრამა დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ
კოალიციური პროექტი ”დევნილთა ინტეგრაცია განათლების გზით” - 2007 თებერვალი – 2008 აგვისტო
საქართველოს 5 რეგიონში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დევნილი მოსახლეობის გააქტიურება და ჩართვა ”დევნილთა განათლების მხარდამჭერი ქსელის” მუშაობაში, საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, ტრეინერ-კონსულტანტების მომზადება, ადვოკატირების კამოპანიის წარმართვა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში დევნილტა განათლების ხელმისაწვდომობის ინტერესების დასაცავად.
ორგანიზატორი: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროკომიის ფინანსური მხარდაჭერით.
კოალიციური პროექტი - ”განათლების სისტემის დემოკრატიზაცია და ფინანსური გამჭვირვალობა” - 2003 -2004
საქართველოს 7 ქალაქში, 8 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე განათლების სისტემის ფინანსური მენეჯმენტის მონიტორინგი; დაფინანსებისა და სკოლების შეფასების რეიტინგული მოდელების შექმნა და ლობირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე; სასკოლო სისტემის ხელმძღვანელთათვის ტრენინგ-სემინარების ორგანიზება.
ორგანიზატორი: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი ფედერაცია ”გადავარჩინოთ ბავშვებისა” და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით
ჰუმანური განვითარების პოპულარიზებისა და მხარდაჭერის პროექტი - თებერვალი-დეკემბერი, 2003
თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში სხვადასხვა ინტერესთა და სოციალურად აქტიური ჯგუფებისათვის 14 სემინარის ორგანიზება: ჰუმანური განვითარების კონცეფციის, მისი ინდექსების, 2001-2002 წწ. ჰუმანური განვითარების ეროვნული ანგარიშისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სცენარის შესახებ.
ორგანიზატორი: საქართველოს ჰუმანური განვითარების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით
მარგინალური და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართვა სიღარიბის დაძლევის პროცესში - 2003 -2004
საქართველოს 4 ქალაქში სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება, სიღარიბის დაძლევისა და ჰუმანური განვითარების მხარდამჭერი ცენტრების შექმნა და ინტერნეტფორუმის ორგანიზება.
ორგანიზატორი: საქართველოს ჰუმანური განვიტარების ცენტრი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერი სატელევიზიო გადაცემების ციკლი ”აქტიური მოსმენა”, თბილისი, საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხი - ოქტომბერი-ნოემბერი - 1995 წელი
ორგანიზატორი: ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელი აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანური მხარდაჭერით
გაეროს სოციალური და ეკონომიკური საბჭოს მოდელირება თემაზე ”მსოფლიო დემოგრაფიული პრობლემები” - ივნისი 1995
ორგანიზატორი: ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელი, ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
სატელევიზიო გადაცემების ციკლი ”+ და -”, მიძღვნილი ოჯახის საერთაშორისო წლისადმი - 1994
საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხი.
ორგანიზატორი: ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
უცხოური ენები:
რუსული - თავისუფლად
ინგლისური - საშუალოდ