Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის აცხადებს ფოტო კონკურსს, „მე ვამაყობ...“
21/05/2011
სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლა შენდება, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა. მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან  მიიღო.
21/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და ორსანტია რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისაგან.
21/05/2011
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ზემო ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ტრენინგს უტარებს.
20/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა  მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.
20/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ”ევროპულ სკოლაში” თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
20/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გამოფენა გახსნეს, რომელზედაც  ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.
19/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის გამართულ სემინარს დაესწრო. სემინარის თემა ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდები იყო და მის მუშაობაში თბილისის სხვადასხვა რაიონის 60 პედაგოგი მონაწილეობდა.
18/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინკლუზიური განათლების საკითხებზე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
18/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა საქართველოში გერმანული დღეების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს PASCH-სკოლების 83 მოსწავლეს გერმანული ენის დიპლომები გადასცეს.
17/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კერძო სკოლების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი ”ევროპულ სკოლას” ეწვია და ავტორიცაზიის პირობები სკოლის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.
16/05/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ვაზიანში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების სკოლის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. სკოლაში 171 მოსწავლე სწავლობს, საგანმანათლებლო საქმიანობას კი 21 პედაგოგი ეწევა.
15/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
14/05/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ კონკურსის   „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის  განკუთვნილი კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი  თბილისის №63-ე საჯარო სკოლა იყო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >