სიახლე
01/02/2010
არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი კამპანია დაიწყეს.
01/02/2010
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,  განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
30/01/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში  თემაზე: ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიაკონკურსი დაიწყება.
29/01/2010
2010 წლის ბოლომდე საქართველოს საჯარო სკოლების 75%  ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ახორციელებს,
28/01/2010
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ექსპერტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
27/01/2010
საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების  სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის  თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და  სპორტის სხვადასხვა  სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო   შეხვედრა გამართეს.
26/01/2010
განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო.  პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
26/01/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.
25/01/2010
უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.
23/01/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ჟურნალისტებს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოუწყო. სემინარის მთავარი მიზანი მათთვის 2010-2011 წლებში ზოგად განათლებაში დაგეგმილი  სიახლეების გაცნობა იყო.
23/01/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოლიმპიურ თემატიკაზე ჩატარებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში გამარჯვებული,  12 წლამდე  ასაკის, სამი მოსწავლე პორტარტული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
22/01/2010
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს  5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
21/01/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძესა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს დავით იოსელიანს  შეხვდა.
20/01/2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სასწავლო კურსს შეიმუშავებს.
20/01/2010
განათლებისა დa  მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მდივანთან ალინა რომანოვსკისთან, საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს სპენსერ ბოიერსთან და ამერიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გაცვლითი პროგრამების მოცულობა გაიზრდება და 2010 წელს შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ორჯერ მეტი მოსწავლე წავა.

         1  2  3   >