სიახლე
13/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში  დაგეგმილ რეფორმებზე, სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
12/02/2010
მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
11/02/2010
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბრიფინგზე სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10/02/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება.
10/02/2010
27 იანვარს ჟენევაში გამართულ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესიაზე  საქართველო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. წელს პრეზიდენტ ქვეყნად ნორვეგია აირჩიეს.
09/02/2010
თბილისის №65 საჯარო სკოლაში კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” ფარგლებში, მოსწავლეებმა  ლიტერატურული და  ფერწერული ნამუშევრები  წარმოადგინეს.
09/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს 2011 წელს 10 გამოსაშვებ გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა სიახლეე გააცნო.
08/02/2010
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა რექტორებს და სასწავლებელთა სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
06/02/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან  და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებზე  კონკურსი გამოაცხადა.
05/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა. საზოგადოებრივი დარბაზი ყოველი თვის პირველ კვირას შეიკრიბება.
04/02/2010
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
04/02/2010
3 თებერვალს თბილისის 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მათი ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა.
03/02/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღებაზე ისაუბრა.
03/02/2010
”ისწავლე დღეს - ასწავლე ხვალ” ახალ პროექტთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია.
02/02/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ბორჯომში 720 მოსწავლეზე გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი №3 საჯარო სკოლა გახსნა.

         1  2  3  4   >