სიახლე
05/02/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი დაარსდა. საზოგადოებრივი დარბაზი ყოველი თვის პირველ კვირას შეიკრიბება.
04/02/2010
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
04/02/2010
3 თებერვალს თბილისის 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მათი ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა.
03/02/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღებაზე ისაუბრა.
03/02/2010
”ისწავლე დღეს - ასწავლე ხვალ” ახალ პროექტთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია.
02/02/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ბორჯომში 720 მოსწავლეზე გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი №3 საჯარო სკოლა გახსნა.
01/02/2010
არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი კამპანია დაიწყეს.
01/02/2010
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,  განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
30/01/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში  თემაზე: ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიაკონკურსი დაიწყება.
29/01/2010
2010 წლის ბოლომდე საქართველოს საჯარო სკოლების 75%  ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ახორციელებს,
28/01/2010
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ექსპერტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
27/01/2010
საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების  სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის  თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და  სპორტის სხვადასხვა  სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო   შეხვედრა გამართეს.
26/01/2010
განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო.  პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
26/01/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.
25/01/2010
უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.

         1  2  3   >