Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
11/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.
11/04/2012
ორი წლის წინ საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს თავად მიულოცა ორი წლის იუბილე და მათგან ათი საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა, ჯილდო გადაეცა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად ხიდიშელსაც.
11/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად კონკურსებს აცხადებს.
11/04/2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის მე–2 საჯარო სკოლაში ოზურგეთის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ნდოარ სურგულაძემ სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
10/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება.
09/04/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.
08/04/2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურებმა აქციაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს და მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.
07/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
06/04/2012
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი შენდება. დღეს, მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
06/04/2012
2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ტარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.
05/04/2012
თბილისის 105-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ღონისძიებას აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.
05/04/2012
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებელთან (ელ.ფოსტაში მითითებულ მისამართზე) და ხელი მოწერონ შრომით ხელშეკრულებას.  სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
05/04/2012
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. დირექტორობის მსურველთა კომპიუტიზირებული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება.
04/04/2012
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
03/04/2012
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც განათლების სფეროში გატარდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92   >