Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
19/04/2012
ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ ამოქმედდება. გარემონტდა და უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა სასწავლო კორპუსი და სახელოსნოები, სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.
19/04/2012
კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. ცენტრი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე
19/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ქალბატონ კორნელია პიპერს შეხვდა.
18/04/2012
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა
17/04/2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება.
17/04/2012
2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ.
15/04/2012
სასწავლო დაწესებულების  მანდატურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ნებიერიძეების ცხრა შვილიან ოჯახს მიულოცეს.
14/04/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაენის დღეს, 14 აპრილს პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებსა და მათ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
14/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.
14/04/2012
ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს.
13/04/2012
ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯს „ჰორიზონტი“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა,  სასწავლო ლაბორატორიები საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, განახლდა სასწავლო პროგრამები,  გადამზადდა პედაგოგები.
12/04/2012
ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს”  ავტორი თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია.
12/04/2012
საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს.
12/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ამჯერად სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ახლადაშენებული სკოლა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.
11/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93   >