Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
21/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან  დიმიტრი შაშკინთან და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსთან გიორგი ხიზანიშვილთან ერთად,  უნიკალური ლაბორატორია გახსნა.
21/04/2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვნენ. 300 მანდატური მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა.
21/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკისმცოდნეობის ზოგადი  კურსი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებზე.
20/04/2012
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პოლიციის აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს.
20/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
19/04/2012
ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ ამოქმედდება. გარემონტდა და უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა სასწავლო კორპუსი და სახელოსნოები, სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.
19/04/2012
კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. ცენტრი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე
19/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ქალბატონ კორნელია პიპერს შეხვდა.
18/04/2012
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა
17/04/2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება.
17/04/2012
2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ.
15/04/2012
სასწავლო დაწესებულების  მანდატურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ნებიერიძეების ცხრა შვილიან ოჯახს მიულოცეს.
14/04/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაენის დღეს, 14 აპრილს პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებსა და მათ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
14/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.
14/04/2012
ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93   >