Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
27/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს. ოლიმპიადა სამი დღე გასტანს და მასში  31 ქვეყნის წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
27/04/2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო 2500 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და განათლებისა  მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.
26/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტარები განათლებისა და მეცნიერების  სფეროში განხორციელებული სიახლეებითა და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ.
26/04/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
25/04/2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.
25/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  სოციალურად დაუცველი პირველკლასელები ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა  კერძო სკოლაში მიიყვანეს
24/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე  გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.
23/04/2012
თბილისის №173 საჯარო სკოლას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს, ამ ფაქტის ამსახველი მემორიალური დაფა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გახსნეს.
23/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება.
22/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამწვანების აქცია მოაწყო, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. აქციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე მონაწილეობდა.
22/04/2012
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელექტრო მობილობისა და სხვა სახის ტრანსპორტის დანერგვა და რა შედეგებს მოუტანს იგი ქვეყნის ეკეონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ დარგებს.
21/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან  დიმიტრი შაშკინთან და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსთან გიორგი ხიზანიშვილთან ერთად,  უნიკალური ლაბორატორია გახსნა.
21/04/2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვნენ. 300 მანდატური მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა.
21/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკისმცოდნეობის ზოგადი  კურსი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებზე.
20/04/2012
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პოლიციის აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94   >