Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
03/04/2012
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც განათლების სფეროში გატარდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.
02/04/2012
2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი ჩააბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა წელს უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს.
02/04/2012
2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ.
02/04/2012
მანდატურებმა  და „ლიბერთი ბანკის“  წარმომადგენლებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის   სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და  ”ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებმა  სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
31/03/2012
მასწავლებლის სახლში ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას - „შექსპირიდან დიკენსამდე“ ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტები, მაკმილანის ექსპერტები  ლუკ პროდრომო და დეივიდ გიბსონი უძღვებოდნენ.
30/03/2012
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა  2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.
29/03/2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2011 წელთან შედარებით ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს, ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი არჩევანს ახალ პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.
29/03/2012
საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
29/03/2012
საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა.
28/03/2012
დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება.
28/03/2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა  არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.
27/03/2012
სერტიფიცირებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი საბოლოოდ არის დარეგისტრირებული.
27/03/2012
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს, რომელმაც სისტემაში  გატარებულ და უახლოეს  პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის 2012 წლის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.
27/03/2012
მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს.
27/03/2012
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით  ბრიუსელში, ევროპარლამენტში წარადგენენ.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91   >