Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
15/05/2012
ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და ბიუროში არსებულ მუშაობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან. ლაბორატორიებში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდებიც ტარდება.
15/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
14/05/2012
პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 2012 წლის 20 ივნისს დასრულდება. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.
12/05/2012
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
12/05/2012
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
11/05/2012
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მასწავლებლის სახლში პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.
11/05/2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და განათლებისა  მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროექტში მონაწილე სტუდენტებს სოფელ წეროვანის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინეს.
11/05/2012
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ავსტრალიიდან,  სამხრეთ აფრიკიდან, ფილიპინებიდან, ირლანდიიდან და მექსიკიდან ჩამოვიდა.
10/05/2012
7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით  შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.
10/05/2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” I ყრილობა გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანელთა ეროვნული გმირის, გეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა.
09/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ომის ვეტერან აკადემიკოს შოთა გამყრელიძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, პირადად  მიულოცა და სჩუქრები გადასცა.
09/05/2012
ევროპის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსები  ჩატარდა. დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსებში გამარჯვებულთა ფოტო და ნახატების გამოფენა და  დაჯილდოება გაიმართა.
08/05/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გლდანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
08/05/2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს.  დღეს, საქართველოს განათლებისა  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე  პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.
07/05/2012
7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96   >