Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
26/05/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა. მათ შორის არიან საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.
25/05/2012
დღეს ფიზიკის გამოცდით  2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პირველი კვირა დასრულდა. 42 ათასამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ქართულ ენასა  და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში უკვე გამოსცადა თავისი შესაძლებლობები.
25/05/2012
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2012 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.
25/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
25/05/2012
ახალი სასწავლო წლიდან  საქართველოს მასშტაბით კიდევ 250-მდე პედაგოგი მიიღებს ათასლარიან ხელფასს. სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 250-მდე სხვადასხვა საგნის პედაგოგი  საუკეთესო 25%–ში მოხვდა და ხელფასი 1000 ლარი გაუხდა.
24/05/2012
დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები  გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.
24/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აბრეშუმის გზის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში ”ევრაზიის ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და პერსპექტივა” მიიღო მონაწილეობა.
24/05/2012
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაცია First Step Georgia-ს ცენტრს ესტუმრნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს.
23/05/2012
დღეს, 23 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები  ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად კერძო სკოლა ”ოლიმპში” აკვირდებოდა.
23/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლიტვის განათლების მინისტრს გინტარას სტეპანავიჩუსს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს, ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს.
22/05/2012
საქართველოს პარლამენტში თემაზე: “მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს”  ფოტოგამოფენა მოეწყო. პარლამენტის წევრებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფოტოგამოფენასმინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
22/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე  სოციალურ საწარმო „Auto Life“-ს ესტუმრნენ და ის ახალგაზრდები მოინახულეს, რომლებიც საწარმოში სამუშაო პრაქტიკას გადიან.
22/05/2012
დღეს, 22 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად რუსთავის №4 საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.
21/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.
21/05/2012
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98   >