Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
31/05/2012
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები. შეხვედრას იმ სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსწავლეებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს.
31/05/2012
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული.
31/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.
30/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან  დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს.
30/05/2012
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი განათლების სისტემის წარმომადგენლებს წარუდგინა.
30/05/2012
2012 წლის 4 ივნისს პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება. საიტზე www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი.
30/05/2012
30 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.
29/05/2012
ხვალ 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ  ცენტრში  ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გააკეთა.
29/05/2012
ქიმიის გამოცდის შემდეგ მეთორმეტეკლასელები დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დილიდანვე თბილისის მე–60  საჯარო სკოლაში მივიდა და საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა.
29/05/2012
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების მართვის პროექტის ფარგლებში განათლების მართვის საკითხებზე მეორე წლიური კონფერენცია გაიმართა.
28/05/2012
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
28/05/2012
მასწავლებლის სახლში საკვირაო სკოლების პედაგოგების ტრენინგები მიმდინარეობს. ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები სამდღიან ტრენინგს გაივლიან. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში სულ 22 ქვეყნის ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში მხცოვრები ქართველი პედაგოგები.
28/05/2012
დღეს მეთორმეტეკლასელები ქიმიის გამოცდას აბარებენ. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე  საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც ქართველ მოსწავლეებთან ერთად  ეთნიკური უკრაინელებიც სწავლობენ.
26/05/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა. მათ შორის არიან საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.
25/05/2012
დღეს ფიზიკის გამოცდით  2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პირველი კვირა დასრულდა. 42 ათასამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ქართულ ენასა  და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში უკვე გამოსცადა თავისი შესაძლებლობები.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99   >