Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
04/05/2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
04/05/2012
პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.
03/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, დავით გურამიშვილის გზატკეცილზე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
02/05/2012
Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების  კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა  საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
02/05/2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ. მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას 300 მანდატური ასუფთავებდა.
01/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა  მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო.
01/05/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ზესტაფონის გოგონათა გუნდს შორის კალათბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
30/04/2012
თბილისის ღია უნივერსიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქათველოში ჩენ ჯიანფუს და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
30/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრებიან.
29/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
29/04/2012
წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში აბარებენ. ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს.
28/04/2012
2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე შერჩეულმა VIII-XII კლასის 75-მა მოსწავლემ დღეს  შესარჩევი ეტაპი  თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიარა.
28/04/2012
დღეს, სერტიფიცირებული პედაგოგები  ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგი ხელფასზე  დანამატის სახით 125 ლარს მიიღებს ხოლო ის, ვინც საუკეთესო 25%-ში მოხვდება ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.
28/04/2012
28-30 აპრილს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია მიმდინარეობს, დღეს სესია სკოლა “ოლიმპი”-ში გაიხსნა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე მონაწილეობდა.
27/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს. ოლიმპიადა სამი დღე გასტანს და მასში  31 ქვეყნის წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95   >