Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
22/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 47 მეათეკლასელ მოსწავლეს  პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი გადასცა და შემდეგ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართა.
22/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს.
21/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 31 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
20/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ ”აისს”  ესტუმრა და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების  სტუდენტებს შეხვდა.
20/06/2012
სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ერთი თვით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, თბილისის მასწავლებლის სახლიდან ქუთაისის მასწავლებლის სახლში პირდაპირი ჩართვის ფორმატით გაიმართა.
20/06/2012
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მეორე SALiS-ის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა.
19/06/2012
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა მოქმედი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, დააფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც, აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
19/06/2012
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
19/06/2012
ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
19/06/2012
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 200 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
18/06/2012
რუსი ექსპერტი და მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.
18/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
17/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტსა და მწერალს ლარისა ბურაკოვას შეხვდა. ლარისა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია.
17/06/2012
მცხეთაში "სეზონური ხილის ფესტივალი" გაიმართა. მანდატურები და მცხეთის პირველი  საჯარო სკოლის მოსწავლეები   ფესტივალს შეუერთდნენ.
16/06/2012
საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის  ჩატარდა  პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103   >