Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
26/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად ოზურგეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის რეგიონის საჯარო სკოლების 23 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
26/06/2012
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება.  ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს.
26/06/2012
საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ  ჰოიერი  დღეს, ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.
26/06/2012
ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო  დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.
26/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 151 მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
25/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების  აწყობის პროცესს დაესწრო.
25/06/2012
საქართველოს ჯომარდობის ეროვნულ ჩემპიონატს მანდატურებიც შეუერთდნენ. ჯომარდობის ჩემპიონატი ბორჯომში გაიმართა სადაც 100 ადამიანზე მეტი მსურველი  მონაწილეობდა.
24/06/2012
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად ქ. ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი სულ 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
24/06/2012
თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყო ასპინძის რაიონის საზღვრისპირა სოფელ მირაშხანში. სკოლის მშენებლობა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
23/06/2012
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორმა, პროფესორმა როლფ ჰოიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.
23/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალურ დირექტორს, პროფ. როლფ-დიტერ  ჰოიერს შეხვდა.  საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰოიერი ასევე შეხვედება მეცნიერებს, უნივერსიტეტების რექტორებს, სტუდენტებს და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს.
23/06/2012
მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო. 161 საჯარო სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ.
22/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 47 მეათეკლასელ მოსწავლეს  პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი გადასცა და შემდეგ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართა.
22/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს.
21/06/2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 31 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103   >