Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
07/06/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში წარჩინებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ მასწავლებლებს შეხვდა.
07/06/2012
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება.
07/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ ”Summer Job”-ში  მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4 ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ. 
07/06/2012
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის, სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
06/06/2012
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა აშენდება.
06/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ სიახლეებზე,  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა.
06/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  წარუდგინა.
05/06/2012
ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან  გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
05/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული  საკითხების განხილვა იყო.
05/06/2012
ღია გაკვეთილი მერვეკლასელებთან პრეზიდენტის სტიპენდიანტმა სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს.
05/06/2012
თბილისის სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგანეტომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს.
05/06/2012
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის თბილისის საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა.
04/06/2012
თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დასაქმდნენ. პირველ ეტაპზე მშენებლობაზე 30-მდე ელექტროშემდუღებელი იმუშავებს.
04/06/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში  დედაქალაქის 30 საჯარო სკოლას შორის კალათბურთის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
04/06/2012
პროექტში ”Summer Job” მონაწილეობის მსურველთა დამატებითი რეგისტრაცია 4 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყო და ოც წუთში დასრულდა. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილი იყო შეთავაზებული.

         1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100   >