საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
ქეთევან ნატრიაშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა კახეთის
რეგიონის
საჯარო
სკოლების
225 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს. ამავე
დღეს, კომპიუტერებით დასაჩუქრდა იმერეთის რეგიონის 317 წარჩინებული მოსწავლე. საქართველოს
მასშტაბით
კომპიუტერებით
სულ 1468 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
2013
წელს,
პროგრამის
ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო
საფეხური
დაასრულეს
და
მათი
საფეხურის
ნიშანია
10 ქულა
(დამრგვალების
გარეშე).
მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა
ნიჭიერ
და
შრომისმოყვარე
მოზარდს
სწავლის
თანაბარ
პირობებს
უქმნის.