თამარ სანიკიძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
20.12.2013
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს გრიგოლ
რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის
ფორმატში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრის
დასაწყისში, თამარ სანიკიძემ აუდიტორიას
განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
მინისტრმა ისაუბრა როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის
ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან
შეკითხვაზე უშუალოდ მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.