საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა გია მამულაშვილმა 180-ე საჯარო სკოლის მრავალშვილიან
პედაგოგს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.
თამარ
დათაშვილი 14 წელია 180-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი სერტიფიცირებული
პედაგოგია და აქტიურად არის ჩართული კონფერენციებში, სემინარებსა თუ ტრენინგებში.
თამარ დათაშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მრავალშვილიან პედაგოგს საჩუქრებთან
ერთად კვალიფიკაციის ასამაღლებელი დამხმარე სახელმძღვანელოებიც გადასცა.