
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტისა და ლიცენზირების წესთან დაკავშირებით
სხვადსხვა სახელწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრის მიზანი
იყო განათლების სისტემაში შემავალი სკოლა-პანსიონების სააღმზრდელო ნაწილის ბავშვზე
ზრუნვის სტანდარტის საორიენტაციო ჩარჩოსა და პანსიონური მომსახურების ლიცენზიის გაცემის
წესის ძირითადი საკითხების შეთანხმება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის
15 იანვრის #66 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“
არ ვრცელდება განათლების სისტემაში არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზირებულ დაწესებულებებზე.
მხარეები შეთანხმდნენ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი
ჩარჩოს შენარჩუნება და ზრუნვის სტანდარტი სპეციფიკის გათვალისწინებით გავრცელდეს ყველა
სკოლა-პანსიონზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური, გიორგი
შარვაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტის
მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა
და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სახალხო დამცველის აპარატის,
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.