***
პოტენციურ ავტორთა
საყურადღებოდ!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა.წ. 10 მარტს, 15:00 სთ.-ზე შეხვედრაზე იწვევს დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს - ავტორებს „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ (ბრძანება N40/ნ, 18.05.2016წ.) განხორციელებული და სახელმძღვანელოების მაკეტის რეცენზირებაში დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად, ასევე, შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების დასაგეგმად.
დაინტერესებულმა პირებმა - ავტორებმა გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 10 მარტს, 12:00 სთ.-მდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/forms/ZXkU7ZXl3weHFN262 .
***
გრიფირების ახალი
წესი
დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების ახალი წესი (იხ. ბრძანება N28/ნ, 16.02.2017წ., დანართი N1 და დანართი N2). 2018 წლის 15 სექტემბრიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადება. გრიფირება ჩატარდება აღნიშნული წესის შესაბამისად.
***
ცვლილება ახალ ეროვნული სასწავლო გეგმაში
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის ცვლილება შეეხო (ბრძანება N27/ნ, 15.02.2017წ.) სასწავლო გეგმის დანერგვის ვადას და ნაცვლად 2017 წლის 15 სექტემბრისა განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრით. კონსოლიდირებული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ბრძანება N40/ნ (18.05.2016წ), დანართი N1 და დანართი N2.
***
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა
დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (იხილეთ ბრძანება N40/ნ(18.05.16); დანართი N1; დანართი N2), რომელიც შეეხება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურს. იგი ამოქმედდება 2017 წლის 15 სექტემბრიდან 6 წლის ვადით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების მიზნებისათვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ძალაშია მისი დამტკიცების დღიდან.
***
როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით, რევიზია.
ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტს საგნებისა და მიმართულებების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა იგეგმება 2016-2017 სასწავლო წლიდან.
პროცესში თქვენი ჩართულობა, გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია!