ქვეპროგრამის მიზანი - პედაგოგებისა და სკოლების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მოსწავლეთა არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩასართავად.
ბენეფიციარები - საჯარო/კერძო სკოლები და პედაგოგები
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
- 2014-2015 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ფარგლებში წარმატებული პედაგოგების წახალისება;
- „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“
ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში წარმატებული სკოლის მოსწავლეების პედაგოგების/სკოლების წახალისება;
2014-2015 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგების დაჯილდოება
- პედაგოგი, რომლის მოსწავლეს/მოსწავლეებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში დაკავებული აქვს I და/ან II და/ან III ადგილი დაჯილდოვდება 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით;
- პედაგოგი, რომლის მოსწავლე/მოსწავლეები გასულია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მხოლოდ საუკეთესო ათეულში (IV-X ადგილი) დაჯილდოვდება 400 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით;
„წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში წარმატებული სკოლის მოსწავლეების პედაგოგების/სკოლების წახალისება;
ქვეპროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდებიან შემდეგ აქტივობებში წარმატებული სკოლის მოსწავლეების პედაგოგები:
- ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თეატრალური ფესტივალის I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის ნომინაციაში
გამარჯვებული სკოლების პედაგოგები;
- აკაკი წერეთელის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსის I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგები;
- აკაკი წერეთელის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლების ინიციატივების კონკურსის საუკეთესო ხუთეულში გასული სკოლების პედაგოგები;
- ევროპის კვირეულთან დაკავშირებული ვიდეორგოლების კონკურსის I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგები;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე გამოცხადებული ბლოგების კონკურსის I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგები;
- ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული დღიურების კონკურსის I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგები;
ზემოაღნიშნულ აქტივობებში წარმატებული მოსწავლეების პედაგოგების იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნება შესაბამისი საჯარო სკოლებიდან (სკოლა სამინისტროს მიაწვდის ინფორმაციას იმ პედაგოგის შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მოსწავლის/მოსწავლეების/სკოლის მიერ კონკრეტულ აქტივობაში მიღწეულ წარმატებაში).
აღნიშნული კონკურსების I ადგილზე გასული მოსწავლის/მოსწავლეების/სკოლის პედაგოგი, ასევე აკაკი წერეთელის დაბადებიდან
175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლების ინიციატივების კონკურსის „ყველაზე კრეატიული სკოლის“ პედაგოგი დაჯილდოვდება
400 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით,
II ადგილზე გასული მოსწავლის/მოსწავლეების/სკოლის პედაგოგი, ასევე აკაკი წერეთელის დაბადებიდან
175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლების ინიციატივების კონკურსის საუკეთესო ოთხი სკოლის პედაგოგი -
300 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით და
III ადგილებზე და ჟიურის ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლის/მოსწავლეების/სკოლის პედაგოგი - 200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით.