ქვეპროგრამის მიზანი - მოსწავლეების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.
ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეთათვის ისეთი შესაძლებლობებისა და გარემოს შეთავაზება, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მათში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს საგანმანათლებლო ექსკურსიებში მოსწავლეების ჩართვა ერთ - ერთი მექანიზმია, მოსწავლეების ინფორმირებულობის ზრდის ხელშესაწყობად, რაც თავის მხრივ ეხმარება მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.
2015 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საგანმანათლებლო ექსკურსიებისა და განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში განახორციელებს 2 აქტივობას: „საგანმანათლებლო ექსკურსიები საქართველოში“ და „საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიები“.
„საგანმანათლებლო ექსკურსიები საქართველოში“ - საგანმანათლებლო ექსკურსიებში მონაწილე სკოლები შეირჩევა საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით. რაიონების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ რაიონებს, რომელთაც წინა წლებში მონაწილეობა არ მიუღიათ აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ექსკურსიებში. ექსკურსიების განრიგები შეთანხმდება შესაბამის უწყებებთან და განხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო მმართველობით ორგანოებში:
საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიები “საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიების“ მონაწილეები არიან „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება“ პროგრამის „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩატარებული გუნდური კონკურსების საფუძველზე შერჩეული გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდების ხელმძღვანელი პედაგოგები.
„საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიები“ - მოეწყობა შვეიცარიაში ცერნის ცენტრალურ ლაბორატორიასა და პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში.
შვეიცარიაში, ცერნის ცენტრალურ ლაბორატორიაში 5 დღიან ექსკურსიზე მონაწილეობას იღებს 1-ელ ადგილზე გასული ქიმია, ფიზიკა, მათემატიკაში გამარჯვებული ოთხ კაციანი ჯგუფი და ერთი ხელმძღვანელი. სულ - 13 მონაწილე.