ქვეპროგრამის მიზანი - მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გაღრმავებისადმი მოტივაციის ამაღლება.
ბენეფიციარები - საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეები;
ეროვნული ოლიმპიადების დაგეგმვა, ადმინისტრირება და შესაბამისი ასიგნებების განკარგვა განხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) მიერ. ოლიმპიადის ჩატარების წესი დამტკიცებულია „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის N 111/ნ ბრძანებით.
საგნები და ასაკობრივი ჯგუფები:
ოლიმპიადა, კონკრეტული კლასის/კლასების შესაბამისად, ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული). ქართული და უცხოური ენების გარდა, ოლიმპიადა ასევე ტარდება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი).
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული კლასის მოსწავლეებს.
ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი
oლიმპიადების ლოჯისტიკასთან დაკავშირებული დეპატალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია www.naec.ge
ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება
ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებას უზურნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: