სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი
სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს 27 აკრედიტებული
საბაკალავრო, 13 სამაგისტრო და 11
სადოქტორო პროგრამა, ასევე ქართულ ენაში მოქმედებს მომზადების
საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო
პროგრამა. უნივერსიტეტში მოქმედებს 9 ავტორიზებული სამგისტრო პროგრამაც.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2014 და 2015 წელს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა
ფასადის რეაბილიტაცია, გარემონტდა სასწავლო კორპუსები, ლაბორატორიები, სარდაფი,
მოეწყო ბიბლიოთეკა და საგამოცდო ცენტრი,
შეივსო
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.