Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
12/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრეთელაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო  თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში სასკოლო ჩოგბურთის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.
11/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ საზოგადოებრივ დარბაზს განსახილველად ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი წარუდგინა.
10/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობენ.
10/04/2011
„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის  ფარგლებში  მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად  თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს.  კედარებისა და კიპარისის ნერგები  №151, №147 ,  № 186  და №187  სკოლებში დაირგო.
09/04/2011
სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ’’ვიკითხოთ წიგნები’’.  პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიბლიოთეკებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები IV-V კლასელ მოსწავლეებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავენ.
08/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
08/04/2011
აუტიზმით დაავადებულთა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 198-ე საჯარო სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ კომპანია ”ბარამბოს” წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული გადასცა.
07/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი - ”თბილისის კლასიკური გიმნაზია” დაუბრუნდა.
06/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სადაზღვევო კომპანია ,,ალფასა’’ და ,ავერსის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
05/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცათ.  თბილისის ივ. ჯავახიშვილის, საქართველოს  ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა  სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.
05/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
04/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური  თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დაესწრნენ.
02/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.
01/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და  UEFA-ს ვიცე–პრტეზიდენტმა სენეშ ერზიკმა ირაოს სტადიონზე საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ”სკოლბურთი”  გახსნეს.
01/04/2011
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >