Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
30/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ცენტრს კურატორობა აქვს აღებული.
29/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
28/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოღება იგეგმება.
28/04/2011
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 96 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს. ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.
27/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლონგსტონი თბილისის აეროპორტში  მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალ ჯგუფს დახვდნენ. მოხალისეები გაივლიან მოსამზადებელ კურსს და მუშაობას ივლისის თვეში შეუდგებიან.
27/04/2011
Smart Board-ის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილების ჩატარება გრძელდება. მათემატიკის გაკვეთილი ამჯერად, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის  ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. ინტერაქტიული დაფის მეშვეობით გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შუშანია დაესწრნენ.
27/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  ”ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძეც დაესწრო.
26/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი კორპუსის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრო. თანამედროვე სტუდენტურ კამპუსს კომპანია ”ლისი დეველოპმენტი” აშენებს ლისის ტბის ტერიტორიაზე.
24/04/2011
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და კომპანია „ბერტამ“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
23/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი  თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
22/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცა და დაასაჩუქრა. გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.
21/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
21/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტები წარადგინეს.
20/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ   თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
19/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №161 საჯარო სკოლაში ”თვალის სნეულებათა კლინიკა  მზერას”  მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >