Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
01/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ  სურგულაძემ  ქ. ფოთის  №2  საჯარო  სკოლაში  მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.
01/12/2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კომპანია ”გოგლი-მოგლის”  წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
30/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლების დირექციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობასა და მათ შორის საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა.
30/11/2010
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ხელოვნების აკადემიის რექტორმა ვალერიან შიუკაშვილმა, №31-ე სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ და დიდუბე -ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
30/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდის ახალი მოდელი ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს გააცნეს
29/11/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ახლადაშენებული  სკოლა გახსნეს.
27/11/2010
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ხორციელდება. დღეისათვის, პროგრამაში  45 საჯარო სკოლა და 45 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საჯარო სკოლაა ჩართული.
27/11/2010
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაში მონაწილე  100 - მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი  ქალაქ სიღნაღში  სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრო. უცხოელი პედაგოგები  ქართულ ტრადიციებს გაეცნენ  და ქართული  სამზარეულო დააგემოვნეს.
26/11/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის რეგიონის სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
26/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი სამინისტრო გახდა. აღნიშნული პრიზი   დაჯილდოების  ცერემონიალზე ”სოფლის მაშენებელნი-2010” სამინისტროს  სახელით  მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ირინე ქურდაძეს  გადაეცა.
25/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2011 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის შეისყიდის პორტატულ კომპიუტერებს.  ეს  კომპიუტერები  მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება როგორც სასწავლო პროგრამები ქართულში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ლოგიკაში, ასევე  სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები  და სასწავლო შემეცნებითი თამაშები.
25/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა.
24/11/2010
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივას - ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა გაწეულ სამუშაოებსა და მომავალ გეგემებზე ანგარიში  მოსახლეობას წარუდგინოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.
23/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
22/11/2010
გორის №7 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები №1, №2, № 3, №4, №6, №8, №9, №10, №11 და №12  სკოლებშიც  შევიდნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >