Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
21/11/2010
წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ისინი საგაკვეთილო პროცესის წარმართვის პარალელურად, გეგმავენ და ახორციელებენ ერთობლივ  შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს მოსწავლეებისა და პედაგოგეგბის მონაწილეობით.
19/11/2010
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის დიპლომი 146 კურსდამთავრებულს  შვიდ სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა.
19/11/2010
ბროშურა ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები" 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე კრებულია, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
19/11/2010
18-20 ნოემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან’’. 
18/11/2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ალუმნაის’’ ფარგლებში დაწყებული საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება. პროგრამა წარმატებით ხორციელდება თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში.
18/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
17/11/2010
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით,  ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.
16/11/2010
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ”წიგნის მეგობარი” პრეზენტაცია თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალი პროექტი უმცროსკლასელებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად წარუდგინა.
16/11/2010
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-8 ნაკადი ჩამოვიდა.  ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან  და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
15/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმე კერძო იურიდიული კომპანია ახორციელებს პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და  მათ შეკითხვებს უპასუხეს.
15/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის  ნიმუში წარუდგინა.
13/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ” სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას გულისხმობს, პირველი აქცია განხორციელდა.
12/11/2010
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა.
11/11/2010
საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ახლადგახსნილი სკოლა დაათვალიერეს. სოფელი შამგონა  მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი  ერთადერთი კუნძულია.
11/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის  მეთორმეტეკლასელთა  ფიზიკის  აბიტურის საათის მიმდინარეობას  გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >