Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
01/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა ელჩმა ვერნერ ვნენდტმა საზეიმო ვითარებაში თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახსნეს.
01/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა  ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
30/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლებში აკაკი წერთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 25-29 ოქტომბერს ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.
29/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე  ,,დედამიწის  შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს” ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.
29/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და  კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სარევიზიო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია "ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" თანამშრომლები.
28/09/2010
პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში 158-ე საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა 3444 ლარი შემოსწირეს. აღნიშნული თანხით გარემონტდა სკოლის მე-3 სართული, შეიცვალა კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა კიბეები, გაკეთდა კომპიუტერული კლასი.
27/09/2010
საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა.   ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური რევოლუცია” უწოდა
27/09/2010
საპილოტე სკოლების პირველკლასელებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველ კლასელებს თავად გადასცეს.
25/09/2010
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ორმოცი კურსდამთავრებული ახლადგახსნილ საწარმო ,,სამკერვალო სახლში" დასაქმდა. სასწავლებლის წელიწადნახევრიანი სამკერვალო სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მკერავის პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს.
25/09/2010
შავი ზღვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომენტარი გააკეთა: განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის.
24/09/2010
საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივით,  სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის.  ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
24/09/2010
გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში  გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა.
23/09/2010
გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია.
23/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3  საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.
22/09/2010
პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >