Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
15/09/2010
გრძელდება  პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, უცხოელ პედაგოგთა საქართველოში ჩამოსვლის პროცესი. ტრადიციულად,  მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საერთაშორისო აეროპორტშივე ხვდებიან.
15/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტრომ შუამდგომლობით მიმართა შეწყალების კომისიას სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელის და რატი დარბაიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
15/09/2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გახსნა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო 81 პირველკლასელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეტბუქები გადასცა.
15/09/2010
15 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ერთდროულად ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის №158 საჯაროს სკოლას ეწვია და სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
14/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების ოთხასს მანდატურს შეხვდა და  მათი მხრიდან ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
14/09/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ,,primetime’’-ის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტთა კორპუსს 2010-2011 სასწავლო წლის სიახლეები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
13/09/2010
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა.
13/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს დაესწრო, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა  და სამინისტროს სახელით ოთხი სახეობის 3000-მდე სახელმძღვანელო გადასცა.
12/09/2010
სამინისტროს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე პრეზენტაცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  პირველად ჟურნალისტებს წარუდგინა.
11/09/2010
ახალი სასწვლო წლიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პირველივე კლასიდან დაიწყება. წარმატების შემთხვევაში, 2011 წლიდან ეს პროექტი ყველა სკოლაში გახორციელდება.
11/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ადელინა ჭანტურია, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში  ცხოვრობს, სწავლას კერძო სკოლა-ლიცეუმის - „მწიგნობართუხუცესი“ მეთორმეტე კლასში გააგრძელებს.
10/09/2010
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 25381 ათასი  აბიტურიენტი გახდა, მათგან 3276 უმაღლესი პროფესიული პროგრამების.
10/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე  მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერტიფიკატო გამოცდები სერტიფიკატები და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
09/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების XI კლასისთვის განკუთვნილი, ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” პედაგოგთა ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა
09/09/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი  №53-ე საჯარო სკოლის  პირველკლასელებთან  ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაციას დაესწრო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >