Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
12/04/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და სკოლაში  არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
12/04/2013
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშავდება ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსით ინოვაციურია საქართველოს ენობრივი განათლების სისტემისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი  -  ქართული ენის ფლობის დონეების (A1-A2, B1-B2) აღწერილობა.
11/04/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ  შეკითხვებს უპასუხა.
10/04/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და რუსთავის  მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში მივიდნენ და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართეს.
08/04/2013
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.
02/04/2013
საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებისათვის სემინარები ჩატარდება. მიღებული ცოდნა მათ გაკვეთილებზე ხელბურთის თამაშის გამარტივებული წესებით სწავლებაში დაეხმარებათ. სემინარს საერთაშორისო ექსპერტი ხელბურთში, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანტიშეკ ტაბორსკი განახორციელებს.
01/04/2013
კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს კვლავ მუშაობს და განიხილავს ამ დროისთვის შემოსულ მომართვებს.
01/04/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლა მოინახულა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. მინისტრი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა და მათ მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე დაინტერესდა სკოლის  მდგომარეობით და არსებული პრობლემებით.
29/03/2013
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ მიაწოდა, რომელიც მათ ნაძალადევის რაიონში, შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტების თვალსაზრისით ექმნებოდათ.
28/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაადგინა.
28/03/2013
ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრმა (Language Policy Unit), რომელიც ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პლურილინგვური (მრავალენოვანი) განათლების ხელშესაწყობად მრავალ აქტივობას ახორციელებს, 2012-2013 წლებში წევრი ქვეყნების დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ჩაატარა. 
27/03/2013

2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

27/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
25/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დღეს, სამუშაო შეხვედრა 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან გაიმართა.
25/03/2013
საქართველოს მასშტაბით სტიქიამ  20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >