Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
12/06/2012
გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია  გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
12/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
11/06/2012
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.
11/06/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.

10/06/2012
ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
10/06/2012
პოეზიის პირველი დღე მანდატურებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა  და ახალგაზრდა პოეტებმა ერთობლივად გამართეს. სტუმრებს   ბარ-ლაუნჯმა  „ნიშამ “  უმასპინძლა.

09/06/2012
მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით იმართება.
09/06/2012
ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა.
09/06/2012
დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო  საჯარო სკოლაში  დაფუძნდა  სამოქალაქო  კლუბი „21 საუკუნე“,  რომელმაც USAID -ის ფარგლებში  სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“ პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.
08/06/2012
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.
08/06/2012
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
08/06/2012
იმ პირველკლასელთა მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც 2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.
07/06/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში წარჩინებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ მასწავლებლებს შეხვდა.
07/06/2012
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება.
07/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ ”Summer Job”-ში  მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4 ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ. 

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >