Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
18/05/2012
თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები შეუდგნენ სწავლას.
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა. 
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით ჰქონდათ
17/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა.
17/05/2012
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა.
17/05/2012
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №179  საჯარო სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში  დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს.
16/05/2012
წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდა.
16/05/2012
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
15/05/2012
ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და ბიუროში არსებულ მუშაობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან. ლაბორატორიებში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდებიც ტარდება.
15/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
14/05/2012
პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 2012 წლის 20 ივნისს დასრულდება. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.
12/05/2012
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
12/05/2012
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
11/05/2012
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მასწავლებლის სახლში პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >