მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აცხადებს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების
მოსაპოვებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო
ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning)
ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ
განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს.
დღეს, 09:00 საათიდან
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით
18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა
დარეგისტრირებული, რაც მთლიანი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა
რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, ერთობლივი
პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი მარგველაშვილმა და
სოზარ სუბარმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VII საერთაშორისო
ოლიმპიადის გამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით
ჩატარდა და მასში 27 ქვეყნის 272 მოსწავლე, 125 პროექტით მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ
კახაბერ გუგეშაშვილმა დღეს, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში თანამშრომლობის
მემორანდუმს
მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი
მარგველაშვილი დღეს, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა
VII საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ 27 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შეხვდა. გამომგონებლური
და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ VII-XII
კლასელ მოსწავლეებს მინისტრმა კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
დიდი ბრიტანეთის სკოლის დირექტორთა ასოციაციის HMC
(Headmasters’ and Headmistresses’ Conference) პროექტების ჯგუფმა 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში პირველი
შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე და ერთი
პედაგოგი, ბრიტანულ სკოლაში ერთწლიანი კურსის გასავლელად, 2013 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.
სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, განათლების
მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის თემა იყო
მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული
სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული ორგანოს -
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით
გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე გადასულ
აპლიკანტთა ნუსხა (თარიღისა და დროის მითითებით) იხილეთ ბმულ ფაილში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური
ცენტრი ამოქმედდა. დღეს, გიორგი მარგველაშვილმა ახალი პროექტი ჟურნალისტებს
გააცნო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე შემოსული 47 სააპელაციო
განაცხადის განხილვის შემდეგ კომისიის გადაწყვეტილებით მდგომარეობა 19 კონკურსანტს შეეცვალა.