Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
26/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში  ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
25/12/2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ 150 პედაგოგს შეხვდა და მათთან ერთად შეაფასა ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები
25/12/2011
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთიდან. ინფორმატიკაში მოპოვებული გამარჯვებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს საჩუქრად IPAD-ები გადასცა.
25/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი და  საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული  მამა ფილიპო ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს   ეწვივნენ,  ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
24/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ცნობილ ტელეწამყვანებთან დუტა სხირტლაძესა და შორენა ბეგაშვილთან ერთად, ქუთაისის №42 ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვივნენ და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
24/12/2011
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა იწყება. ტერიტორია, სადაც ახალი სკოლა აშენდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
23/12/2011
მორიგი ქართული ენის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ამჯერად მარნეულში გახსნეს.
23/12/2011
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს.
22/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის განათლების მინისტრთან მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.
21/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნს” შორის.
20/12/2011
ქუთაისის მანდატურებმა და მოსწავლეებმა  №29 საჯარო სკოლის ეზოში ხეები დარგეს და  სკოლის ტერიტორია გაამწვანეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში  50 ნერგი დაირგო. მანდატურების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები და  ერთად ზრუნავენ სკოლის   გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
20/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის  დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდნენ და I-VI კლასების საგნობრივი გზამკვლევები წარუდგინეს.
19/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა.
18/12/2011
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151, №43, №2, №157 და № 22  საჯარო სკოლის მოსწავლეები  "ნატახტარის"  ქარხანას ესტუმრნენ. მანდატურები და მოსწავლეები  ერთად გაეცნენ ლიმონათის წარმოების,
17/12/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურები  წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >