Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
15/12/2011
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა,
14/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი’’ მშენებლობა იწყება.
13/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ    ”ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
12/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა სკოლის დირექტორთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები. 
12/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი.
11/12/2011
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო  ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა,
10/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის "არჩევანი შენზეა" გამარჯვებული ათი საუკეთესო სლოგანის ავტორები დააჯილდოვა.
10/12/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ.
09/12/2011
საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა   მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი ბავშვთა უფლებების შესახებ  ლექცია-სემინარი წაუკითხეს.
09/12/2011
ლილოს დასახლებაში მდებარე №107-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა,  შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო და ფიზიკის,  ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გახსნა.
09/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოქროს მედლებით  ხუთი პროფესიული კოლეჯი დააჯილდოვა, ხოლო სიგელები და ფულადი პრემიები   პროფესიული სასწავლებლების იმ ოც პედაგოგს გადასცა, რომლებმაც ტრენინგები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებსა და ინკლუზიურ განათლებაში წარმატებით გაიარეს.
08/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. შეხვედრაზე წარმოდგენილი  პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა.
08/12/2011
საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

07/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები  თბილისის, რუსთავის, გორის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს, მცხეთის საჯარო სკოლების უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.
07/12/2011
2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ითარგმნა, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >