Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
26/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
26/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაბა კოჯრის 214-ე საჯარო სკოლაში საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული ურთიერთიბებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
25/11/2011
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი აშენდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.
25/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა. სტაჟიორთა მიღება ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების შედეგად მოხდება.
24/11/2011
საქართველოში იმყოფება ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი. მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა.
24/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის “მომავლის კლასში“ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიური ნაკრებისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის წარმატებული მოსწავლეების ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო.
23/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის ღვაწლმოსილ პედაგოგს გიორგი კალანდაძეს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
22/11/2011
გამოცდების ახალი ციკლისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  საგამოცდო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და  2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ  და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
21/11/2011
მასწავლებლის სახლში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს.
20/11/2011
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ღვინის ფესტივალს“ მანდატურის სამსახური შეუერთდა.
19/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ სამინისტროს “სასკოლო პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულა.
18/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და  სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
18/11/2011
თბილისის №51 საჯარო სკოლა კვლავ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის გახდა. ისტორიული სახელი სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს  მხარდაჭერით  დაიბრუნა.
17/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან ერთად, უნიკალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერა.
17/11/2011
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >