Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
12/10/2011
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
12/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ახალციხის №1 საჯარო სკოლის 180-ე წლის იუბილეს დაესწრო და სკოლის ორ წარმატებულ მოსწავლეს - ჯემალ მაკარიძეს და თათია კოტაძეს საჩუქრად  პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
12/10/2011
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თბილისის №51 სკოლის მეორეკლასელებს შეხვდნენ და პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
12/10/2011
ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  დაათვალიერა.
11/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გახსნეს.
11/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტი გახსნა და გურიის რეგიონის  საჯარო სკოლების 21 მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცა.
10/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონია საავიაციო უნივერსიტეტში ავიაშოუთი გაიხსნა.
10/10/2011
საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.  პარტიების ,,სოლიდარობის’’, ,,რუსეთი კორუფციისა და განუკითხაობის გარეშე’’, ,,საერთაშორისო ამინისტიის’’ წევრები და პოლიტიკური ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ
10/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს  გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თორმეტწლიან ზოგად განათლებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება.
09/10/2011
მანდატურებმა  ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. მათ ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებმა სტუმრებს უმღერეს და ლექსები წაუკითხეს
06/10/2011
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ ჟურნალისტებს მასწავლებლის სახლი დაათვალიერებინეს.
05/10/2011
5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული მასწავლებლის სახლი გახსნა. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება.
05/10/2011
ძვირფასო მასწავლებლებო,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებებს და  წინსვლას! განათლების სისტემაში მთავარ როლს პედაგოგი ასრულებს და იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემა პასუხობდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა.
04/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.  კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც  საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
03/10/2011
ახალი სასწავლო წლიდან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები  ახალ სავალდებულო საგანს ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებას” შეისწავლიან.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >