Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
31/08/2011
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით, 5 ქართველი პედაგოგი ინკლუზიური განათლების საკითხებზე მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
30/08/2011

პროექტის ,,ასწავლე  და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

30/08/2011
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და მათი სწავლით დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესში სახალისო სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით, სერტიფიცირებულ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
29/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა.
29/08/2011
29 აგვისტოს  11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
28/08/2011
მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“ აღსაზრდელებს მიულოცეს.  ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს.
27/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მე-200 ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი გახსნა და სკოლის იმ აღსაზრდელებს შეხვდა, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და არდადეგებსაც სკოლაში ატარებენ.
26/08/2011
პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა  და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დაიწყო.
25/08/2011
წელს პირველად, ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით შეიტყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  საინფორმაციო ბუკლეტი ,,სასკოლო სახელმძღვანელოები’’ სასწავლო წლის დაწყებამდე  რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა.
24/08/2011
ახალი სასწავლო წლისათვის სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები ხორციელდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 122-ე საჯარო სკოლისათვის ახალი  სასკოლო მერხებისა და სკამების გადაცემის პროცესს დაესწრო.
24/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის.
23/08/2011
ყველა მოქმედი მანდატური სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადდება. მანდატურებს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე რამდენიმედღიანი ტრენინგი უტარდებათ.
22/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სხვადასსხვა საგნის ის ათი პედაგოგი დაასაჩუქრა, რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე თავიანთ საგნებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მინისტრმა მათ პორტატული კომპიუტერები გადასცა.
21/08/2011
მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში  ამჯერად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.
20/08/2011
კალათბურთში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგობრობის თასზე ორდღიანი ტურნირი გაიმათა. ერთმანეთს პროგრამის „ასწავლე და ისწავლე  საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელი პედაგოგების, სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის გუნდები შეხვდნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >