Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა ეროვნული პროფესიული საბჭოს  გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე  გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ:  სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.
27/06/2011
რვა მილიონი ლარი დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი  შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
27/06/2011
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების’’ სწავლება დაიწყება. ახალი საგნის 1600 პედაგოგი გადამზადებას შინაგან საქმეთა აკადემიაში გაივლის, სადაც სპეციალურად მათთვის  სახელძღვანელო დაიწერა.
27/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის.
26/06/2011

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“  უმასპინძლა.

25/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორი,  პროფესორი გიგი  თევზაძე ბაკალავრების  გამოსაშვებ  საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
25/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის სწავლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია  თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინგლისური ენის წარმატებულ სწავლებას მიეძღვნა და მასში თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
24/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე  სასწავლო დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
23/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ მოინახულა. კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროსა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების დახმარებით, მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება.
22/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი.  სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის რეგიონალური ინფრასტრუქტურა არ იძლევა ტესტების განთავსების შესაძლებლობას.
22/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების  საცავებში ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.
22/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში  შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების” მიხედვით დაიდგა.
22/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF–ის წარმომადგენელმა რულანდ მონაშმა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმისა“ და პროფესიული გადამზადების ფარგლებში, ხელი  მემორანდუმს მოაწერეს.
21/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >