Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
16/01/2013
საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები დღეს განათლების სფეროსა და მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
10/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როგორც ცნობილია, სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხებს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ კომისიის სახელზე სამინისტროსა და რესურსცენტრებში განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა 2013 წლის 14 იანვარია. 15 იანვრიდან განცხადებების მიღება აღარ იწარმოებს.
09/01/2013

პირველად საქართველოში, ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა. დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge.

28/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზრდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი)  დაფინანსება.
28/12/2012
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
28/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
28/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად საგანში ”მსოფლიო კულტურა” დასრულდა. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
28/12/2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დღეს თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
27/12/2012
საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ალუდა გოგლიჩიძემ კომისიის მუშაობის შედეგებზე საზოგადოებას  ანგარიში ჩააბარა.
27/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა  თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებთან გაიმართა. სკოლებში სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარეები მონაცვლეობით აირჩევიან საბჭოს შემადგენლობაში მყოფი მშობლებისაგან, პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან.

26/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა  სამინისტროს უკანასკნელი 3 თვის მუშაობა შეაჯამა. მან განვლილ პერიოდზე ჟურნალისტებს დეტალური ანგარიში ჩააბარა და 2013 წლის განსახორციელებელ სიახლეებზე ესაუბრა.

26/12/2012
სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.
26/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს,  USAID-ის და ორგანიზაცია ,,Save the  Children“-ის დახმარებით ინკლუზიურ განათლებაში ორ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს - ყრუთა განათლების რეფორმა და საუნივერსიტეტო კომპონენტის გაძლიერება.
25/12/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმ პირთა დავების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემიდან  მათი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო   მოხდა. დღეს, კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

25/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >