Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
12/02/2011

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის   სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და  საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა  სტუმრებს  თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით  წარმოაჩინეს.

11/02/2011
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
11/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა  თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდა.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა თბილისის №52 საჯარო სკოლაში   პროექტის  „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტი გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.
10/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ  ”ქართული კალიგრაფიის კონკურსთან” დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
09/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი  შენობა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან  დაიწყებს.
08/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნო.
08/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების  აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
07/02/2011
თბილისის №203  ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში  ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე.
07/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ყველა მეორეკლასელ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.
05/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 200 მანდატურს, რომელთაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადასცა.
04/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის №455 ბრძანების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ”სპექტრის” ფინანსური საქმიანობა შეამოწმა.
04/02/2011
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
03/02/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის №198 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც 160-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე სწავლობს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >