Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
13/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“ ახორციელებს.
12/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს  შეხვდნენ.
11/12/2012
„ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო.
07/12/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დონეზე  რეორგანიზაციას განახორციელებს. ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ბრიფინგი გამართა.
27/11/2012
პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” დღეს კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ”კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში”.
21/11/2012
,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში 2012 წლის 8 ოქტომბრის №219/ნ ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზე მესამე დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის.
12/11/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება.

09/11/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიმართა ჩაერთონ სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ კონკურსში და დახატონ სკოლის მანდატურის ახალი, მათთვის სასურველი უნიფორმის ესკიზები.
02/11/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.
30/10/2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი.
29/10/2012
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის.
05/10/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას! ჩვენი ქვეყნის წარმატებას განათლების ხარისხი განაპირობებს და ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ყველაფერი უკეთესი მომავლისთვის.
29/09/2012

ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოში მოღვაწე 80 მკვლევარი.

28/09/2012
ხაშურის რაიონის 4 სოფელს დღეიდან  სკოლის ავტობუსი მოემსახურება. ხცისში, კრისხევში, მიწობსა და ოსიაურში მცხოვრები  ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ ქცისის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ.
27/09/2012

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >