Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
17/10/2010
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ   სკოლების  ასათი მასწავლებელის  გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.
16/10/2010
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად ფარგლებში,  საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მოხალისე პედაგოგებთან გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
16/10/2010
სომხეთში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს.
15/10/2010
პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ერევანში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა. ქართველოლოგიის კათედრა სომხეთში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა გახსნეს.
13/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
13/10/2010
№81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები ახალ სპორტულ მოედანზე ჩაუტარდებათ. მოედანი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
12/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კონკურსში ,,მე ომბუდსმენი’’ გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
12/10/2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა. შედეგად, გაიზარდა  პირველკლასელთა რაოდენობა და აღნიშნულ სკოლაში სწავლის მსურველთა მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.
11/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა  2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა.  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ  სასტუმრო რედისონში სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
11/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და  ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პერევის საჯარო სკოლის 70-მდე  მოსწავლეს 5 000 ლარის ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები ჩაუტანეს.
10/10/2010
10 ოქტომბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების  წინააღმდეგ მიმართულ  საერთაშორისო დღედ აღინიშნება და მასში მონაწილეობას  ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს.
08/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს, მინისტრი ესტონეთის საინფორმაციო-ტექნოლოგიების დემოცენტრში იმყოფებოდა, რომელშიც შედის 30-მდე IT  კომპანია, მათ შორის: Microsoft, Hp, Microline   და სხვა.
08/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ 27 მანდატურს სერტიფიკატი გადასცა.
08/10/2010
წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.
07/10/2010
,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უმნიშვნელოვანესი უწოდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >