Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
06/08/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
05/08/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები.
05/08/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ  თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში  ახალი ღია სპორტული მოედანი გახსნა.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
04/08/2010
ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ  უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.
03/08/2010
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან  მე-18, მე-19 საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური წიგნების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა  განცხადება გააკეთა.
02/08/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მიღებაზე მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს შეხვდნენ.
31/07/2010

დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ უცხოელ პედაგოგებს დახვდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

30/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული  სწავლების  ცენტრში (IT) ვებ.  ტექნოლოგიების  სტუდენტების მიერ  დამზადებული  40  საჯარო  სკოლის  ვებ–გვერდების  პრეზენტაციას გაეცნო და მათ შორის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დააჯილდოვა.
29/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ კონკურსში - Junior- საქართველოს საზაფხულო სკოლა” გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო უცხოენოვანი ესსეების შექმნისთვის სიგელებითა და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საზაფხულო სკოლის საგზურებით დააჯილდოვა.
28/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ  მოსწავლეთა  სკოლებს ფულადი  პრემიები გადასცა.
27/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №92 საჯარო სკოლას ეწვია და იმ სასწავლო-შემეცნებით,  საკითხავ და დიდაქტიზებულ 100-ზე მეტი დასახელების ინგლისურენოვან ლიტერატურას გაეცნო, რომელიც განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა სკოლის  ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
26/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განახლებული საიტის - www.tpdc.ge პრეზენტაცია გაიმართა.
24/07/2010
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლის   მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  დაესწრო.
23/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
23/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ  - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის, ტვინინგის პროექტის – ‘შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის მიზნების განსახორციელებლად’- ფარგლებში გრძელდება სამიტებისა და სემინარების ციკლი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >