Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
07/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
07/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საჯარო სკოლების 150-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
06/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრო. საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც  მიეცათ.
06/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
05/07/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ  თსუ-ს  მაღლივი კორპუსის  გარემონტებული მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსები დაათვალიერეს. 
05/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ. 5-6  ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში)  პირველი სესია დაიწყო.
03/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მოსწავლეთა  საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი”  ფინალისტებს შეხვდნენ.
02/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ “თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის”  I და II ადგილზე  გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა.
02/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს შეხვდა. მისიტრმა მათ  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასკოლო ჟურნალის  პრეზენტაცია წარუდგინა
01/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და  მეორე სესიის  რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
01/07/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. რეგისტრაცია დროულად დაიწყო, ორგანიზებულად წარიმართა აბიტურიენტთა სექტორებში გადანაწილების პროცესიც.
01/07/2010
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას
2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).
30/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის  ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო. სიმღერის ფესტივალი  თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის გია მურღულიას ინიციატივით უკვე მეოთხედ გაიმართა.
30/06/2010
30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე აღინიშნა და ცენტრში ამ თარიღთან დაკავშირებული  ღონისძიებები გაიმართა, მასში მონაწილეობა ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
30/06/2010
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისადმი მიძღვნილი  პირველი ბრიფინგი გამართეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >