Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
24/06/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თსუ-ს  მაღლივი კორპუსის ახალი  სპორტული დარბაზი გახსნა და საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა.
23/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
23/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში  ღია სპორტული მოედანი გახსნა.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
22/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  მესამე საფეხურის (X-XII კლასები) კერძო სკოლა ”ლოგოსი” გახსნა. სკოლა, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
21/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხზე  სამუშაო შეხვედრა  ბიზნესმენებთან  და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართა.
18/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი.
17/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით - ”საზოგადოების თვალით დანახული განათლების რეფორმა - გამოწვევები და ინიციატივები”
17/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა შესაძლო განთავისუფლების თაობაზე  გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
16/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ენიგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის  დაფუძნებისა და  თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას  მოაწერეს ხელი.
16/06/2010
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის  ფარგლებში, რომელიც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კალათბურთის საფინალო მატჩი ჩატარდა VII და VIII კლასებს შორის, საბაზო საფეხურის ჩემპიონის გამოსავლენად.
15/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში დაიწყეს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
15/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში  პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.
14/06/2010
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლას ეწვია და  მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო.
12/06/2010
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  რეაბილიტირებული სკოლა გახსნა.  სკოლას მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პროფესიული განვითარების კურსის გასავლელად პირველი მსმენელებიც მიიღო.
11/06/2010
სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >